,,9 მაისი დიდი გამარჯვების დღეა. მინდა ყველას მიულოცო ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი, განსაკუთრებული პატივისცემით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს საამაყო და საპატიო ვეტერანებს!" - აცხადებს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.
„მუდამ გვახსოვდეს, რომ პატივი ვცეთ იმ სახელოვან მამულიშვილებს, რომლებიც თავდადებით იბრძოდნენ ამ ომში და გამარჯვებულები დაუბრუნდნენ სამშობლოს.
ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ ქართველების წვლილი უდიდესია. საქართველოდან წასული 300 ათასამდე მებრძოლი გმირულად დაეცა ამ ბრძოლაში. მინდა პატივი მივაგო დაღუპულებს და ქედი მოვიხარო ყველა იმ გმირის წინაშე, რომელიც თავგანწირვითა და საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ.
ჩვენი ვალია არ დავივიწყოთ ისტორია, პატივი ვცეთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიპოვეს ეს დიდი გამარჯვება. მათი სიმამაცისა და თავდადების შესახებ გადავცეთ მომვალ თაობებს და მუდამ გვახსოვდეს მათი უკვდავი სახელები'', - აღნიშნავს ოქიტაშვილი.