logo_geo
eng_logo
კრიშტიანუ რონალდუმ იტალიაში გადასვლამდე ესპანეთის საგადასახადოს 12 მილიონი გადაუხადა
- +

24 ივლისი. 2018. 02:26

 

 

კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის საგადასახადო სამსახურს 12.1 მილიონი ევრო გადაურიცხა. ეს თანხა მას სასამართლომ დააკისრა და ამით საბოლოოდ გადაურჩა ორწლიან პატიმრობას. გარდა ამისა, რონალდუმ მომავალში კიდევ 4.7 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს გადასახადების დამალვის გამო.

 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რონალდუს იტალიაში გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესპანეთის მკაცრი საგადასახადო კანონმდებლობა იყო. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური პრობლემა საკუთარ თავზე გამოსცადეს ჟოზე მოურინიომ, ლიონელ მესიმ, ხავიერ მასკერანომ, ლუკა მოდრიჩმა, ალექსის სანჩესმა.

 

„ყველამ ვიცით, რომ იტალიაში რონალდო გაცილებით ნაკლებად დაიბეგრება, ვიდრე ესპანეთში. ამიტომაც მიიღო მან ჩვენგან წასვლის გადაწყვეტილება. აქ, ესპანეთში გადასახადების მხრივ სერიოზული პრობლემები ექმნებათ ფეხბურთელებს, განსხვავებით იმათგან, ვინც ევროპის სხვა ტოპჩემპიონატებში თამაშობს“, – განაცხადა ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner