logo_geo
eng_logo
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

9 მაისი. 2016. 10:22


შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ვალერიან ა. თბილისში დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას,  62 აბი  და 16 ნატეხი ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი", 7 კაფსულა მეტადონის მარილი და კანაფის ფისის შემცველი 1,1882 გრამი ნარკოტიკი ამოიღეს.


ნარკოლოგიური შემოწმებით, ვალერიან ა.-ს ბუპრენორფინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის  მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner