საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე 9 მაისთან დაკავშირებით ბაბუას, თევდორე კობახიძეს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ბაბუამისი საქართველოს პატრიოტი იყო და უცხო მიწაზე თავისი ქვეყნისთვის იბრძოდა.
„თევდორე კობახიძე, ჩემი ბაბუა, ქერჩთან დაიღუპა ფაშიზმთან ბრძოლაში... ის არც კომუნისტი იყო და არც სტალინისტი, ის საქართველოს პატრიოტი იყო და იქ უცხო მიწაზეც თავისი პატარა მიწისთვის იბრძოდა... საფლავიც არ ვიცით, მამას არ ახსოვს, ისეთი პატარა დატოვა, მამიდას ბუნდოვნად, ბებო ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ სულ ელოდა, იქნებ გადარჩა და ოდესმე გამოჩნდეს კიდეცო... მე არ გიცნობდი, მაგრამ ძალიან მეამაყები ბაბუ, ვიცი, რომ ძალიან მაგარი კაცი იყავი შენ! ქედს ვიხრი შენი და ყველა დაღუპული ჩვენი თანამემამულის ხსოვნის წინაშე!
გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!" - წერს მანანა კობახიძე.