logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: კანონის შექმნაში მთავარი პროკურატურა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს
- +

24 ივლისი. 2018. 12:49

 

 

„მთავარი პროკურატურა სრულ მზაობას გამოთქვამს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში არასამთავრობო სექტორთან მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ საკანონდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ეხებოდეს როგორც პროკურატურის მოწყობის, ასევე საპროკურორო საქმიანობის საკითხებს“, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ საქართველოს მთავარი პროკურატურის რეფორმაზე კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

 

როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, ის, რომ ნოემბრიდან გენერალურ პროკურატურას ახალი გამოწვევა აქვს ჩამოყალიბდეს როგორც ინსტიტუციურად, ისე სამართლებრივად დამოუკიდებელ ინსტიტუტად, ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი, ბუნებრივია, სრულად შევასრულებ იმ გადაწყვეტილებებს, რაც პოლიტიკურად იქნება მიღებული, მაგრამ კანონთან დაკავშირებით ცალსახა პოზიციას დავაფიქსირებ და ვიტყვი, თუ რომელი რეგულაცია იქნება ეფექტური, ან არ იქნება ეფექტური და მასში აქტიურ მონაწილეობას მივიღებ. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომ ნოემბრიდან გენერალურ პროკურატურას ახალი გამოწვევა აქვს ჩამოყალიბდეს როგორც ინსტიტუციურად, ისე სამართლებრივად დამოუკიდებელ ინსტიტუტად, ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტული ხედვები ამ მიმართულებით მეც მაქვს. ზოგადად მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც რეგულაციის ფარგლებში მოხდება, საჭიროა, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მოხდეს, რადგან ეს არ არის სფერო და ეს არ არის ინსტიტუტი, რომელიც ვთქვათ, მხოლოდ ჩვენ გვაქვს და ახალი ველოსიპედის გამოგონება მოგვიწევს, რადგან ამის საერთაშორისო გამოცდილებები არსებობს, ეფექტური რეფორმების არსებობს და ეფექტური მმართველობის მოდელებიც არსებობს. მე მომავალშიც გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას მონაწილეობა მივიღო აღნიშნული სახის დისკუსიებში, თუმცაღა როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იქნება, ჩემი თანამდებობრივი ვალდებულებაა, ის კანონმდებლობა და რეგულაციები ზედმიწევნით ზუსტად შევასრულო გამომდინარე იქიდან, რომ პრიორიტეტი პროკურატურისთვის არის კანონის უზენაესობა და ამ კანონის შექმნაში ბუნებრივია, მთავარი პროკურატურა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მიერ ორგანიზებული ფორუმი, სახელწოდებით – „პროკურატურის რეფორმა 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსტში“ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner