logo_geo
eng_logo
შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა
- +

24 ივლისი. 2018. 14:50

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 22 ივლისს, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თ.მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა, ნ.ა. 24 ივლისს, ახალციხეში დააკავეს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner