logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე სტალინზე:ასე რატომ გაბრმავებთ ამ ლეგენდარული ადამიანის სიძულვილი?
- +

9 მაისი. 2016. 11:07



ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე facebook-ზე წერს:



ეს ხალხი არ იღლება ახალ-ახალი თეორიების  წამოყენებით, ოღონდ კი დააკნინონ მარშალ

სტალინის როლი მეორე მსოფლიო ომში!


"სტალინმა იმიტომ მოიგო, რომ მაგ ომში  8 მილიონი გერმანელი მოკვდა და 30 მილონი

საბჭოელიო!" - აი, ახალი თეორია! ანუ თურმე სტალინს მოუგია რაოდენობის ხარჯზე! 30 მილიონი მიუშვია 8 მილიონზე და მოიგებდა აბა რა! აი, ასეთ იდიოტიზმს რომ იტყვის ადამიანი,  იმას რაღა უნდა უთხრა? ნუ იმეორებთ ადამიანებო სიდებილეებს

დაუფიქრებლად!!! ჯერ ერთი, სამხედრო ოპერაციებს უაზროდ თუ დაგეგმავ, მით უმეტეს თანამედროვე ომში, 30 მილიონი კი არა 300 მილიონი არ გეყოფა 8 მილიონის კი არა, 800 კაცის მოსაგებადაც კი! მეორეც - მაგ 30 მილიონში შედის  სამოქალაქო მოსახლეობა! და ის, რომ ფაშისტები დაუნდობლად ჟუჟავდნენ სამოქალაქო მოსახლეობას, ხოლო

მოკავშირეები იგივეს არ აკეთებდნენ გერმანიის ტერიტორიაზე, სულაც არ ნიშნავს, რომ სტალინმა რაოდენობის ხარჯზე მოიგო! რა გჭირთ ხალხო, ასე რატომ გაბრმავებთ ამ ლეგენდარული ადამიანის სიძულვილი? ამხელა სიდებილეებს საიდან იგონებთ?", - წერს სვანიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner