საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ქვეყანაშვი სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ორშაბათიდან რამდენიმე მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა, სავარაუდოდ, ბავშვია.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა თავის ისტორიაში ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს განიცდის.