ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ბრიტანელებს მიმართავს და აცხადებს, რომ ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან „განუსაზღვრელად დააზიანებს" ევროპული ქვეყნების თანაშრომლობას ყველა სფეროში.
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბრიტანეთის გასვლა განუსაზღვრელად დააზიანებს ევროპულ თანამშრომლობას, თუმცა არ მინდა ამ თემაზე სპეკულირება რადგან მჯერა რომ ბრიტანელები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ყველა ევროპელს სურს რომ ბრიტანეთი ოჯახში დარჩეს", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.