„წინდახედულ ადამიანს არასოდეს უსიამოვნება არ მოსდის", - წერს ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელ „facebook"-გვერდზე.
„წინდახედულ ადამიანს არასოდეს უსიამოვნება არ მოსდის. დღეს პატარა წალაპარაკება მომიხდა ერთ ახლობელთან. მივხვდი, აზრი არ ჰქონდა მტკიცებას, რომ მტყუანი იყო, ვუთხარი, რომ მართალი იყო. თავი მართლა დავიდანაშაულე, ჩემი ბრალი იყო. ყოველთვის უნდა არსებობდეს ბარიერი, რადგან ახლოს მოვუშვი და ბევრის უფლება მივეცი დამსახურებულად დავისაჯე. და აქვე ჩემი საყვარელი ანდაზა, ბაყაყი ხალიჩაზე დასვეს და არ გაჩერდა, ტალახში გადახტა - აქ მირჩევნიაო. მე ხშირად უფრო კეთილი ადამიანები მხვდებიან, ვიდრე უკეთურები." - წერს გია ჯაჯანიძე.