logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ახალი მინისტრებიდან მხოლოდ ქობულიას შევხვდი, მაჭავარიანს და ბატიაშვილს არ ვიცნობ
- +

24 ივლისი. 2018. 23:02

 

 

„საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, იცნობს თუ არა ის ახალ მინისტრებს პირადად ან მიიღო თუ არა მონაწილეობა მათ შერჩევაში.

 

ივანიშვილის თქმით, ახალი მინისტრებიდან შეხვდა და გაიცნო ქობულია, რაც თავად ქობულიას სურვილი იყო, მაჭავარიანს და ბატიაშვილს კი, არ იცნობს, მაგრამ იმედი აქვს, რომ მომავალში გაიცნობს.

 

„ეს ნორმალური შემთხვევაა. პრემიერი თავის საქმეს აკეთებს. საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ასეთი მმართველობისგან ღმერთმა დამიფაროს. უახლოეს წარსულში გვყავდა ასეთი კაცი, რომელიც მსახიობებსაც ირჩევდა, არქიტექტურასაც, რეჟისურასაც, მუსიკასაც წერდა და ყველაფერს ახერხებდა. ასეთისგან ღმერთმა დაგვიფაროს. მამუკა ბახტაძეს ჩემთან გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა, რაც ნორმალურია, მაგრამ მას კომპეტენცია ჰყოფნის და მთავრობა მისი შერჩეულია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner