logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ასეთი არაადეკვატური ქალბატონის თავდაცვის მინისტრად ყოფნა, საფრთხის მატარებელია
- +

9 მაისი. 2016. 11:45



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა „პირWელს"განუცხადა, რომ რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების რისკი ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა წინასაარჩევნო პერიოდია.


მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ კონკრეტულმა ძალებმა, შესაძლოა, საქართველოში ის სცენარი გაიმეორონ, რომელიც ცოტა ხნის წინ, უკრაინაში განხორციელდა.


 

რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებისა თუ განცხადებების გაკეთების რისკი ყოველთვის არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია. ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის მოვლენები, რა დროსაც ჩვენი მხრიდან ამ პროვოკაციების ხელის წაშველებასაც ჰქონდა ადგილი. რუსეთი, რა თქმა უნდა, ეძებდა საბაბს, თუმცა მაშინდელმა ჩვენმა ხელისუფლებამ არ მიიღო შესაბამისი ზომები, რათა ის საფრთხეები აღეკვეთა, რაც მის კომპეტენციაში შედიოდა. იმ ადამიანების ნაწილი, რომლებმაც ქვეყანაში საომარ მოქმედებებს ხელი შეუწყეს, გამდიდრდა, ამის სანაცვლოდ კი ჩვენ ტერიტორიების 20% დავკარგეთ. ეს იმ უპასუხისმგებლო განცხადებებისა და ხტუნვის" შედეგი იყო, რომელსაც 2008 წლს მოვლენების წინ ჰქონდა ადგილი. მაპატიეთ და ახლაც ასეთი კუნტრუში" ქვეყანას, შესაძლოა, ძალიან ცუდად დაუბრუნდეს. მაშინ, საომარი მოქმედებების შედეგად საეჭვოდ გამდიდრდნენ, ზოგი თავდაცვის მინისტრი იყო, მთავარსარდალი, ახლა ეს ხალხი წაიყვანეს და გუბერნატორად თუ პროკურორებად დანიშნეს. მგონია, რომ ვიღაცა ცდილობს სიტუაციის არევას, დაახლოებით იმ სცენარის განმეორებას, რაც ახლახანს უკრაინაში მოხდა. სწორედ ასეთი სცენარის განხორციელების საფრთხე მიმაჩნია რეალურად, რომ აქ აირიოს, შემდეგ კი ამ არეულობას გარედან დაალაგებენ. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსგავსი პროვოკაციები არ მოხდეს. მიმაჩნია, რომ ასეთი არაადეკვატური ქალბატონის თავდაცვის მინისტრად ყოფნა, საფრთხის მატარებელია. თუ ამას რაიმე საფრთხე მოჰყვება, მთავრობამ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს. სწორედ ეს შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა საბაბად", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner