logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატზე: პოზიცია მაქვს, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ!
- +

25 ივლისი. 2018. 00:06

 

 

„ჩემი პოზიციაა, არჩევნებზე ღირსეულ, დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრისას.

 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებაში" პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი, მათ შორის, საუბარი იყო თავად ბიძინა ივანიშვილზე, აგრეთვე სოზარ სუბარზე, ზურაბ აბაშიძეზე, დავით სერგეენკოზე, თეა წულუკიანზე.

 

 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მსჯელობა ჯერ არ არის დამთავრებული, თუმცა მისი პოზიციაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, რაც ქვეყნაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner