logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე სერგეი ლავროვთან შეხვედრას არ გამორიცხავს
- +

9 მაისი. 2016. 11:47



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაზეთ კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს.



შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში, შეხვედრა შესაძლებელია შედგეს. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, ვცდილობთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ საერთაშორისო დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის არაფორმალური დიალოგის ფორმატები, რათა მოხერხდეს რუსეთთან დაძაბულობის ხარისხის შემცირება, მთავრობამ გაატაროს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, უზრუნველყოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სტაბილური გარემოს შექმნა, რათა გატარდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ განვითარებას. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძე.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner