ფრანგული “ბორდოს” ბრაზილიელმა ფორვარდმა მალკომმა „ბარსელონას“ რიგები შეავსო, – იტყობინება კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ესპანეთის ჩემპიონმა მალკომში 41 მილიონი ევრო გადაიხადა. კონტრაქტი ხუთწლიანი იქნება. 25 ივლისს, ბრაზილიელი ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც, მას ამერიკულ ტურნეში გაყვება.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ მალკომი ბოლო მომენტში წაართვა “რომას” – ბრაზილიელი უკვე მზად იყო იტალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმების გასავლელად.