17 წლამდე ძალოსანთა შორის მილანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 69 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე არჩილ მალაყმაძემ ატაცში სამივე ცდა (129, 134, 137) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა.
აკვრაში კი 150,155 დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. რაც შეეხება ორჭიდის ჯამს აქ მალაყმაძე 292 კგ-ით მეორე საპრიზო ადგილს დასჯერდა.
მილანში მიმდინარე ევრო პირველობაზე ბუენოს-აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები თამაშდება.