„NATO-ში შესვლას ამ მოცემულობით მე მხარს არ ვუჭერ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური აცხადებს. როგორც მეჭიაური განმარტავს, ალიანსში არავინ მიგვიღებს, თუ ჩვენ არ ვიტყვით უარს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დაბრუნებაზე.
კითხვაზე, კონკრეტულად ვინ აკეთებს ამ ტიპის განცხადებას და ვინ ითხოვს საქართველოდან აღნიშნულს, მეჭიაურის მტკიცებით, "ამას ამბობს ყველა".
"ამას ამბობს ყველა, იმიტომ რომ ყველა გაურბის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას. ყველა ქვეყანა, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის NATO-ში, ამას ამბობს. თუ ჩვენ მოვითხოვთ ნატოსგან, დაგვიბრუნოს სამაჩაბლო და აფხაზეთი, მაშინ მან უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადოს რუსეთს. მითხარით, რომელი ქვეყანაა დღეს მზად ამისთვის?" - აღნიშნა მეჭიაურმა.