ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიხეილ ჯანელიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ სერგეი ლავროვს შეხვდეს.
„საქართველოს ინტერესებში ოდნავ მაინც თუ იქნება, ნებისმიერი შეხვედრა უნდა შედგეს. ასეთი შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც და ამისთვის მზადყოფნა არაერთხელ გამოთქმულა ამ ხელისუფლების მხრიდანაც. თუმცა, ჯერჯერობით ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ამისგან რაიმე დადებით შედეგს უნდა ველოდეთ. როგორც კი კონკრეტული შედეგი იქნება მოსალოდნელი, ამისთვის ყველა გზა უნდა გამოინახოს'', - განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს.