დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით, ევროპაში მშვიდობა შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს, თუ ბრიტანეთის მოსახლეობა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭერს მხარს.
„თუ ჩვენ ევროპას ზურგს ვაქცევთ, ადრე თუ გვიან, ამას ვინანებთ. ჩვენ ვამაყობთ მსოფლიო დონეზე ჩვენი გავლენით და კავშირებით, ბრიტანეთი ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა და ყოველთვის ასე იქნება.
ბოსნიის ომმა, რომლის დასრულებიდან ორი ათწლეული გავიდა, ევროპის კონტინენტს ჩრდილი მიაყენა. ამ მხრივ კიდევ უფრო ახალი მსგავსი მაგალითია, რუსეთის ომი საქართველოსა და უკრაინასთან. სიმართლე ის არის, რომ რაც ჩვენს სამეზობლოში ხდება, ეს ბრიტანეთზეც აისახება", - განაცხადა დევიდ ქემერონმა.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ევროკავშირიდან შესაძლო გასვლის საკითხზე რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება.