logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ფაქტია, რომ რუსეთისგან საფრთხეები მომდინარეობს
- +

9 მაისი. 2016. 12:42



პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე თამა მეჭიაურის მიერ ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.



ის, რომ რუსეთისგან საფრთხეები მომდინარეობს და სწორედ მას აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 % ოკუპირებული, არის ცხადი. ის, რომ დეპუტატი ხედავს ამ საფრთხეებს და ყველა ხედავს ამ საფრთხეებს, ეს არის ფაქტი, მაგრამ მეორე, რომ ეს წვრთნები არავის, არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ და მათ შორის არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის ცხადი და მკაფიო გზავნილი, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს", - განაცხადა მანანა კობახიძე.



დეპუტატი თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ქართულ-ამერიკური წვრთნები, რომელიც საქართველოში 11 მაისს დაიწყება, „სერიოზული პროვოცირების მიზეზი გახდეს, რამაც შესაძლოა 2008 წლის მსგავს კონფლიქტამდე მიგვიყვანოს".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner