logo_geo
eng_logo
მამუკა ვასაძე: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მაკრატლის თემით ხდებოდა სპეკულირება
- +

25 ივლისი. 2018. 14:28

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დღეს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია პროკურატურის წარმომადგენლებს გამოკითხავს. კომისიის წევრების კითხვებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, ქალაქ თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე და ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილე, კონსტანტინე სირაძე პასუხობენ.

 

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ საქმეში მისი ჩართულობის შესახებ განმარტება გააკეთა და ის ფაქტორები გამოყო, რაზეც მედიასთან კომუნიკაციის დროს საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

 

„ინფორმაცია ძირითადად რასაც ვიხსენებ, ჩართვა რასთან დაკავშირებითაც იყო საზოგადოებაში არსებული კითხვები ჩემთვის პრინციპში მედიით იყო ცნობილი ამ საქმესთან დაკავშირებით, კითხვები შეეხებოდა ფარდულს, შეეხებოდა დანის გაღუნვის თემას, შეეხებოდა მაკრატელს რომელზეც ექსპერტები სხვადასხვა ვერსიებს გამოთქვამდნენ, შეეხებოდა ექსპერტიზის დასკვნას, ჭრილობებს, ამ საკითხთან დაკავშირებით მოვისმინე პასუხები ის რომ ფარდულთან დაკავშირებით ფარდული, მედიაში ვრცელდება, რომ თითქოს ფარდული საგამოძიებო დანაყოფებმა დაანგრიეს და მოვისმინე პასუხი, რომ ამასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ და პროცესუალურადაც შემთხვევის ადგილის დაცვის ვალდებულება არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულებამდე, ეს პასუხი გავეცი საზოგადოებას. მოვისმინე დანის გაღუნვასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომელიც ეს იყო საექსპერტო კვლევის მეთოდიკის შესაბამისად და არ იყო ვიღაცის ხელოვნურად მტკიცებულების ფალსიფიკაციისთვის განხორციელებული ესეც ამ ფორმით გავეცი, მოვისმინე მაკრატელთან დაკავშირებული ინფორმაცია და ჩემთვისაც აღმოჩენა იყო ამ ინფორმაციას როცა ვიღებდი, იმიტომ, რომ მედიით ვრცელდებოდა, თითქოს იქ მაკრატლით მოხდა დაჭრა და ასე შემდეგ, ამით ხდებოდა ამ თემით სპეკულირება საზოგადოებაში. ბუნებრივია, მოვისმინე, რომ მაკრატელი იყო შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი და დაკითხული იყო ამასთან დაკავშირებით პირველადი სამედიცინო დახმარების აღმომჩენი ბრიგადის წევრები, რომლებსაც ეკუთვნოდათ ეს მაკრატელი და ესეც დადასტურებული იყო“, - განაცხადა მამუკა ვასაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner