საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილე კონსტანტინე სირაძემ მიხეილ კალანდიას ქმედებებზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა პოზიცია ჰქონდა პროკურატურას გამოძიების ეტაპზე მის მიმართ და ასევე ახალ გამოძიებასაც გაუსვა ხაზი.
„ამ კონკრეტული მოცემულობით, ამ გარემოებაზე გვქონდა საუბარი ზაზა სარალიძესთანაც, როდესაც მას შევხვდი ჩემს სამუშაო კაბინეტში, აი, ამ კონკრეტული გარემოებით, რომ მ.კ.-ს ქმედება მხოლოდ იმის გამო შეფასდეს ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თამონაწილეობად, მტკიცებულებითი სტანდარტი მხოლოდ ამ გარემოებებით არ ჰქონდა ბრალდების მხარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარეობს ხომ გამოძიება, თუ გამოიკვეთება რაიმე კონკრეტული პირდაპირი მტკიცებულება, რაც მე როგორც პროკურორს მომცემს საშუალებას, პირველი მე ვიქნები, ვინც დევნას დავიწყებ მ.კ.-ს მიმართ განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობაზე“, - აღნიშნა კონსტანტინე სირაძემ.