logo_geo
eng_logo
ირაკლი ჟვანია: დიდება თქვენს გმირობას!
- +

9 მაისი. 2016. 12:56



75 წლის წინ ერთმა ევროპულმა ქვეყანამ გადაწყვიტა რომ მას უნდა ებატონა მსოფლიოზე", - წერს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელ „facebook"-გვერდზე.



75 წლის წინ ერთმა ევროპულმა ქვეყანამ გადაწყვიტა რომ მას უნდა ებატონა მსოფლიოზე. ერთმა ევროპელმა მოქალქემ, მხატვარ-ეფრეიტორმა შიკლგრუბერმა ტრიბუნიდან დაიღრიალა და დაიწყო! ფაკელური მარშები, წიგნების დაწვები, ებრაელების წამება, საკონცენტრაციო ბანაკები, დაჭერები და დახვრეტები, მილიონობით ადამიანის ტკივილი და სიკვდილი...შუაგულ ევროპაში. Deutch Über Alles! - ყვიროდა შიკლგრუბერი და პატარა ბავშვებს გაზის კამერებში უშვებდნენ სათამაშოებით ხელში. შუაგულ ევროპაში.

1. არბაიტსდორფი (გერმანია),

2. აუშვიცი/ოსვენციმი/ბირკენაუ (პოლონეთი)

3. ბერგენ-ბელზენი ( გერმანია)

4. ბუხენვალდი (გერმანია)

5. ვარშავა (პოლონეთი)

6. ჰერცოგენბუში (ჰოლანდია)

7. გროს-როზენი ( გერმანია)

8. დახაუ (გერმანია)

9. კაუენ/კაუნასი (ლიტვა)

10. კრაკოვ-პლაშოვი (პოლინეთი)

11. ზაკსენხაუზენი (გერმანია)

12. ლუბლინი-მაიდანეკი (პოლონეთი)

13. მაუტხაუზენი (ევსტრია)

14. მიტელბაუ-დორა (გერმანია)

15. ნატცვაილერი (საფრანგეთი)

16. ნეიენგამმე ( გერმანია)

17. ნიდერხაგენ-ვეველსბურგი (გერმანია)

18. რავენსბრიუკი (გერმანია)

19. რიგა-კაიზერვალდი (ლატვია)

20. ფაიფარა-ვაივარა (ესტონეთი)

21. ფლოსნებურგი (გერმანია)

22. შტუტხოფი (პოლინეთი)

ეს ის ადგილებია, სადაც ევროპელი ფაშისტები კლავდნენ და წვავდნენ ადამიანებს. წარმოდგენაც კი ძნელია...

შემდეგ ევროპაში აღარ იკმარეს ის რაც ჩაიდინეს და ჰენრიხ ბარბაროსას შთამომავლები ჩვენსკენ დაიძრენ. რომ გაემარჯვათ, ალბათ სადმე ხაშურთან ან ზესტაფონთანაც იქნებოდა ერთი-ორი ბანაკი, სადაც დაწვავდნენ იმ ბავშვებს რომლების თავის ქალის ფორმაც შტანგელით გაზომვისას არ დაემთხვეოდა არიულ ზომას.

დადგა ფეხზე ქართველი, რუსი, უკრაინელი, სომეხი, ყაზახი, სხვა ერები რომ მოროდნენ ევროპის ტრამალებიდან მოსულ ამ შავ ჭირს. და დაეჯახა ერთმანეთს ორი არმია. ევროპული - Boss ტანსაცმელში ჩაცმული, BMW ტრანსპორტზე შემომჯდარი, Telefunken, Siemens რადიოთი უზრუნველყოფილი, ამერიკული ბენზინით გაძეძგილი - და მეორეს მხრივ მოუმზადებელი, გაღლეტილი, 10 კაცზე ერთი თოფით მეომარი ჯარი, რომელსაც საკუთარი ქვეყანა (заградвоиска) ზურგში ესროდა. იქეთ მართული ევროპელი შიკლგრუბერით და აქეთ კი ჯუღაშვილით, ჩვენებურად გორელი სოსოთი.

ევროპელმა ფაშისტებმა მხოლოდ საქართველოს 350 000 (მოსახლეობის 20%, გენოფონდის 60%) მოქალაქე დაუხოცეს, რაც საქართველოს ისტორიაში არც ერთ მტერს არ უქნია.

საშინელი ბრძოლა იყო, და გორიდან წასულმა სოსომ მოუგო ბარბაროსას შთამომავლებს, ბრწყინვალე გერმანელ-ევროპელ გენერლებს. შიკლგრუბერი როგორც ბოლო კურდღელი ისე ჩაძაღლდა თავის ბუნაგში. ქართველმა ქანთარიამ და რუსმა ეგოროვმა რაიხსტაგზე დროშა ააფრიალეს.

დღეს ისტორია არავის ახსოვს. ბარბაროსას შთამომავალი გერმანელები ჩვენს ქვეყანაში ლუდს Bavaria, Kaltenberg- ყიდიან, ხოლო ისინი ვისთანაც ერთად ჩვენ შიკლგრუბერს მოვუგეთ დიდი ბრძოლა, ის ოკუპანტია და მტერი...

ქანთარია ჭიათურის შახტაში მიზერულ ხელფასსზე მუშაობდა და ჭლექით გარდაიცვლა, ეგოროვი" დღეს საქართველოში ოკუპანტია...

350 ათასი კაცი დაიღუპა.

დიდება მათ ხსოვნას.

1862 ომის ვეტერანია დარჩენილი საქართველოში, ხალხისგან მიტოვებული, წელიწადში ერთხელ რომ 600 ლარს აძლევენ ჩინოვნიკები ნამუსის ვითომ და მოსარეცხად.

დიდება თქვენს გმირობას!!!

გილოცავთ 9 მაისს!" - წერს ირაკლი ჟვანია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner