თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ვაკის პარკში 9 მაისთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საკრებულოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი პირადად მიულოცეს და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, რომელიც ვაკის პარკში მოეწყო.
საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებს გამარჯვების დღე საქართველოს პრეზიდენტმა, ცენრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა მიულოცეს.