logo_geo
eng_logo
სუს-ი: რუსულ ვერტმფრენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფრენა არ განუხორციელებია
- +

25 ივლისი. 2018. 17:25

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსულ ვერტმფრენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფრენა არ განუხორციელებია, ის ოკუპირებული ცხინვალიდან ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით მიფრინავდა.

 

„აღნიშნულ ვერტმფრენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფრენა არ განუხორციელებია. ოკუპირებული ცხინვალიდან ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით მიფრინავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცხელი ხაზი გააქტიურებულია და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner