logo_geo
eng_logo
გიორგი გაბიტაშვილი: საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება უშუალოდ გამომძიებლის კომპეტენციაა
- +

25 ივლისი. 2018. 18:18

საგამოძიებო კომისიაზე მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა ის ფუნქციები და უფლებამოვალეობები მკაფიოდ განმარტა, რაც გამომძიებლებს და პროკურორებს, ასევე მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ დაკისრებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში.

 

„სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათი სახეობების განსაზღვრა, მათი რიგითობის განსაზღვრა ეს არის უშუალოდ გამომძიებლის კომპეტენცია და საქმეზე ზედამხედველობის განმახორციელებელი პროკურორის კომპეტენცია. ის ინფორმაცია, რასაც მაწვდიდა ქალაქის პროკურორი არ შეეხებოდა უშუალოდ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ რიგითობას, მათ ხარისხს. მე ინფორმაციას ვკითხულობდი და ვღებულობდი მტკიცებულებების შესახებ, თუ რამდენად იყო შესაძლებელი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე კონკრეტული პირის მიმართ მიღებული ყოფილიყო გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით. ასეთი ინფორმაცია მე მივიღე ორ პირთან მიმართებაში, რომელიც დღეს მსჯავრდებულია, ხოლო რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების რიგითობას, იმ სტრატეგიას, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეში განხორციელდა, ამის თაობაზე, სამსახურებრივად ამ თემებში არ ვერევი და არც კონკრეტულ საქმეში არ ჩავრეულვარ“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner