logo_geo
eng_logo
გიორგი გაბიტაშვილი ხორავას ქუჩის ფარდულის დანგრევაზე: ბანკში რომ მკვლელობა მოხდეს, რამდენი ხანი უნდა იყოს ბანკი დალუქული?
- +

25 ივლისი. 2018. 18:18

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრი ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, ევალებოდათ თუ არა სამართალდამცავ უწყებებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ ფარდულის დაცვა, რაზეც პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა უპასუხა, რომ რაც საგამოძიებო ორგანოებს ევალებოდათ, ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად შესრულდა.

 

„როგორც პროკურორის ასევე გამომძიებლის მოვალეობები განსაზღვრულია საპროცესო კოდექსით. ამ ფარდულის დაცვა საგამოძიებო ორგანოებს ევალებოდათ მის დათვალიერებამდე, რაც პირნათლად შეასრულეს, ამის შემდეგ კი მისი დაცვის ვალდებულება აღარ არსებობდა. წარმოიდგინეთ ბანკის ოფისი, სადაც მოხდა მკვლელობა, რამდენი ხანი შეიძლება იყოს დალუქული ეს ბანკი? მას შემდეგ რაც კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ, შემთხვევის ადგილის დაცვის ვალდებულება აღარ არსებობს. თუ მაინცდამაინც ვინმეს სჭირდება საგამოძიებო ექსპერიმენტი, ფარდულის ზომები დაცულია, ყველას აქვს საშუალება ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება. რაც ეხება მტკიცებულებებს, იქ იყო სისხლის კვალი, რომელსაც სჭირდება სპეციალური შენახვა. ლენტიც რომ შემოგვევლო ამ ტერიტორიისთვის, არაფერი შეიცვლებოდა. იმ ადგილიდან ამოღებულია ყველა მტკიცებულება, დაცვის მხარე ამ ფორმით არ დაობს, მსგავსი პრეტენზიას ამ კუთხით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ“, - აღნიშნა გაბიტაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner