logo_geo
eng_logo
კონსტანტინე სირაძე: გიგა ბოკერიამ ძალიან მშრალი მაგალითი მოიყვანა
- +

25 ივლისი. 2018. 18:49

 

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილე კონსტანტინე სირაძემ გიგა ბოკერიას მიერ მოყვანილი მაგალითი დეტალურად განიხილა და განაცხადა განმარტა, რა შემთხვევაში დგება პირის ბრალეულობა მკვლელობის თანაამსრულებლის, ან თანამონაწილეობის ფაქტზე.

 

„იმიტომ ვკითხე წეღან ბატონ გიგას, რომ ძალიან მშრალი ქეისი თქვა ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა თავად რას იტყოდა ბატონი გიგა, ანუ მისი ჩვენება რა ინფორმაციის მატარებელი იქნებოდა, თუმცა იმ შემთხვევაშიც ავიღოთ რომ ბატონი გიგა საერთოდ არ გვაძლევს ჩვენებას. როდესაც ვმსჯელობთ  ჯგუფურ დანაშაულზე და მითუმეტეს მკვლელობაში თანაამსრულებლობაზე და თანამონაწილეობაზე, აქ უნდა გვქონდეს ორი უმნიშვნელოვანესი გარემოება: პირველი - განზრახვა თვითონ  თანაამსრულებლის, რომ მას სურს ეს ადამიანი მოკლას და მეორე - ამავე დროს იმის განზრახვა, რომ მას სურს  სხვა პირებთან გააკეთოს და ეს განზრახვა მოიყვანოს სისრულეში. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც დაუშვათ ორმა ადამიანმა გადაწყვიტა რომ იჩხუბოს, ამ შემთხვევაში თუ ამ ქეისს შევადარებთ ამ საქმეს შევადარებთ,  აქ ესეც არ არის. ბავშვები უბრალოდ მივიდნენ უბრალოდ საქმის გასარკვევად და არსად არ ჩანს, რომ ისინი აპირებდნენ ვიღაცის ცემას, გალახვას და ნახეთ, რომ ის, რისთვისაც მივიდნენ ადგილზე, რაც იყო მიზეზი, რომ ა.ს. დაიჩაგრა და დახმარება სთხოვა დეიდაშვილს, რაც აბსოლუტურად ყველას მოგვსვლია სკოლაში, ვიღაცასთან გვიჩხუბია, გვიკამათია, მერე ჩვენზე უფროსებისთვის მიგვიმართავს, რისთვისაც იქ იყვნენ მისული ბავშვები, იქ ის ინცინდენტი ამოიწურა მას შემდეგ, რაც თ.ნ.-მ განაცხადა, რომ აქ ორივე მხარეს გიცნობთ და ის რაც მოხდა ამისთვის, ანუ ფაქტობრივად ის რაზეც ვსაუბრობ, რომ წინასწარი შეთანხმება და განზრახვა იმისა, რომ მოდი ჩვენ რაღაცა გავაფუჭოთ არ არსებობს ხომ. თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს უეცრად წარმოშობილი განზრახვა, სადაც რა თქმა უნდა იქაც გვყავდეს ორი ან მეტი თანაამსრულებელი, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ეს ყველაფერი რამდენიმე წამში ხდება დაახლოებით 30-40 წამში ხდება და ფაქტობრივად მ.კ.-ს ქმედება არის არა თანამონაწილეობა ამ დანაშაულში, არამედ მისი  ასე ვთქვათ ქმედება მიმართულია იმისაკენ, რომ ჩხუბის დინამიურ პროცესში როდესაც ისიც კი არ იცის დანა საერთოდ აქვს თუ არა იმ ადამიანს, ავიღოთ პირობითად გ.ჯ.  ან გ.ბ. და მიდის იმისათვის, რომ  ეს მოჩხუბრები ერთმანეთ გამოარიდოს და ამ ფონზე თუნდაც ის ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და ვნახეთ ჩვენ ექსპერტიზის დასკვნით, რომ დათო სარალიძეს იმ ადგილას სადაც ამბობს მ.კ. თავის ჩვენებაში, რომ მე ხელი დავარტყიო, დაზიანება არ ქონია, და ამ ფონზე ჩვენ ვთქვათ, რომ ამ დინამიურ პროცესში, რომელიც რამდენიმე წამში დამთავრდა, მ.კ. არის მკვლელობაში თანამონაწილე, მე ამაზე ვერ ვისაუბრებ, ვერ შევაფასებ იმიტომ, რომ არ მინდა, კიდევ ერთხელ ვამბობ უდანაშაულობის პრეზუმცია დავარღვიოთ ვინმესი“, - განაცხადა სირაძემ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner