მთელი „საქართველოს ბანკის“ გენერალური პარტნიორობით, „ჩექ ინ ჯორჯიასა“ და „ბლექ სი არენას“ ორგანიზებით, ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის კონცერტი გაიმართება. 16 აგვისტოს სპეციალური სტუმრის სტატუსით, „ბლექ სი არენაზე“ მსმენელის წინაშე წარდგება მსოფლიოში აღიარებული მესაყვირე, „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი კრის ბოტი. ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სოლისტებთან ერთად წარმოგიდგენთ ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მელოდიებზე, ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილ ორიგინალურ საორკესტრო ვერსიებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა. შესრულდება სპეციალურად ნანი ბრეგვაძისათვის მე-20 საუკუნის გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორებისა თუ სასიმღერო ტექსტებს ცნობილი შემქმნელების მორის ფოცხიშვილისა და პეტრე გრუზინსკის მიერ დაწერილი შედევრები.
16 აგვისტოს ნანი ბრეგვაძესთან ერთად სცენაზე იდგებიან ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნინო ქათამაძე, სტეფანე მღებრიშვილი და რაც მთავარია- კრის ბოტი.