იტალიაში, ქალაქ ბარში ძლიერი წვიმის შედეგად დაგროვილმა უხვმა ნალექმა ქუჩები და შენობა-ნაგებობები დატბორა. დაიტბორა ქალაქში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარიც, სადაც წმინდანის წმინდა ნაწილებია დაბრძანებული. წმინდა ნაწილები დაზიანებას ქართველმა ემიგრანტებმა გადაარჩინეს.
ეს კადრები „პალიტრავიდეოს" იტალიიდან ქართველმა ემიგრანტებმა მოაწოდეს.