logo_geo
eng_logo
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი: დამიჯერეთ, რომ უცეცხლოდ კვამლი ნამდვილად არ გაჩენილა!
- +

23 თებერვალი. 2016. 21:29


„არც ისე არის სიტუაცია, როგორც მამუკა ახვლედიანი ხატავს", - ამის შესახებ „რეპორტიორს" თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე საუბრისას მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა განუცხადა.


მისი თქმით, სასამართლოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვედრაზე მოსამართლეებმა მათ წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს, რომელიც მამუკა ახვლედიანის თავმჯდომარეობს დროს არსებობდა და დღემდე არსებობს.


„შეხვედრაზე განვიხილეთ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის განცხადებებიც, რაც მან გააკეთა ბოლო პერიოდში. აქ არის კითხვის ნიშნები და დამერწმუნებთ, ამ კითხვის ნიშნებს აქვს თავისი  საფუძვლები. ასე რომ, საზოგადობას ვთხოვ, ნუ შეხედავს ამ მოვლენებს ცალმხრივად. მოგვისმინოს ჩვენ, მოსამართლეებსაც.

 

პირადად მე და ბევრი სხვა ჩემი კოლეგა საქმიანობის პერიოდში ამა თუ იმ მენეჯერულ პრობლემებს აწყდებოდა. კონკრეტული საფუძვლები, რის გამოც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაათავისუფლა ბატონი მამუკა თანამდებობიდან, მე არ ვიცი, თუმცა ვადასტურებ, რომ მენეჯერული პრობლემები სასამართლოში ნამდვილად არის. ჩვენ  ისედაც თავზესაყრელი გვაქვს პრობლემები, ამას რომ მენეჯერული პრობლემები არ დაემატოს. სიმცირე გვაქვს დარბაზების, მოსამართლეების... პირადად მე ვაწარმოებ 300-მდე სამოქალქო საქმეს. ბევრ ჩემს კოლეგას აწერია 500-600 საქმე. ამ პირობებში მენეჯერული გადახვევები და პრობლემები ჩანს დიდად და ვრცლად. დამიჯერეთ, რომ უცეცხლოდ კვამლი ნამდვილად არ გაჩენილა", - განუცხადა „რეპორტიორს" თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner