logo_geo
eng_logo
ოდესაში, მერიის შენობასთან სამართალდამცველებმა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის” შვიდი ბოთლი აღმოაჩინეს
- +

9 მაისი. 2016. 13:25



უკრაინული სააგენტო „უნიანი" ოდესის ოლქის ნაციონალური პოლიციის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინის ქალაქ ოდესის ცენტრში, მერიის შენობასთან სამართალდამცველებმა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის" შვიდი ბოთლი აღმოაჩინეს.


„უნიანის" ცნობით, სამართალდამცველებმა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები" ქალაქის პატრულირების დროს აღმოაჩინეს.


მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ადგილზე გამნაღმველებიც მუშაობენ.


გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ოდესაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner