logo_geo
eng_logo
საბერძნეთის ხანძარი კოსმოსიდანაც ჩანს
- +

26 ივლისი. 2018. 02:05

 

 

საბერძნეთის ტყის ხანძარმა იმ მასშტაბს მიაღწია, რომ ის კოსმოიდანაც კი ჩანს. ამის ამსახველი ფოტო თანამგზავრ Sentinel 2-მა გადაიღო.

 

 

 

ხანძრის ძირითადი კერაა საკურორტო ქალაქ კინეტაში, ასევე რთული მდგომარეობა ქალაქ რაფინაში, პიკერმში, მატიში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

 

ბოლო მონაცემებით, ტყის ხანძრის შედეგად დაშავებულია 200-მდე ადამიანი. დაღუპულია 81 ადამიანი, მათგანი 23 ბავშვია.

 

 

ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

 

სამაშველო ოპერაციაში მაშველებთან და მეხანძრეებთან ერთად არმია და მოხალისეებიც ჩაერთნენ. საბერძნეთმა დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.

 

საბერძნეთში, ათენსა და კორინთს შორის მდებარე დასახლებასთან, კინეტასტან ახლოს, გერანიის მთაზე ცეცხლი ფიჭვნარს გაუჩნდა, მოგვიანებით კი, ის დასახლებულ ადგილსაც მიუახლოვდა.

 

საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია საელჩოს ცხელი ხაზი +306995779793.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner