logo_geo
eng_logo
ეგვიპტის ახალ მთავრობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა
- +

26 ივლისი. 2018. 02:21

 

 

ეგვიპტის პარლამენტმა ქვეყნის ახალი მთავრობას ნდობა გამოუცხადა და მათ პროგრამას მხარი დაუჭირა.

 

დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ მუსტაფა მადბულის ანგარიშს მოუსმინეს და პროგრამით გათვალისწინებული ვადების დაცვის რეკომენდაცია მისცეს.

 

ეგვიპტეში ახალი მთავრობა ივნისში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა, სადაც გამარჯვება, მოქმედმა პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ას-სისიმ მოიპოვა. ამჟამად ქვეყანაში მასშტაბური ეკონომიკური რეფორმები მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner