logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია: „გირჩების“ და ვაშაძეების „ტყავის გამოცვლა“ სრულიად უპერსპექტივო მცდელობაა!
- +

9 მაისი. 2016. 13:37



„ნაციონალური მოძრაობას" „მიზიდულობა" აღარ აქვს და იშლება", - ამის შესახებ „ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, წევრები, რომლებიც პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას იღებენ, ამ ნაბიჯით საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადარჩენას ცდილობენ.

 

 

„ნაციონალურ მოძრაობაში" ამდენი სახის ადგილი აღარ არის. ისინი არიან ხალხის ხარჯზე ცხოვრებას მიჩვეულები და დახარბებულები არიან პარლამენტის ჯიპებსა და ხელფასებს. ახლა კი იმაზე ფიქრობენ, ეს ყველაფერი გაიხანგრძლივონ და ამიტომაც ეძებენ ახალ გზებს", - განაცხადა ბაღათურიამ.

 


მისი აზრით, „ნაციონალების" მიერ პარტიის დატოვება უპერსპექტივო მცდელობაა.



„ნაციონალური მოძრაობის" მაქსიმუმი ახალ პარლამენტში არის 7-8 მანდატი. მათი  ადგილები არის ცოტა. შესაბამისად, ვაშაძე და მისი მსგავსი პოლიტიკოსები თავის პოლიტიკურ მომავალს უკვე ეძებენ სხვასთან.

 

სრულიად უპერსპექტივო მცდელობაა „გირჩის" თუ ვაშაძის მხრიდან ტყავის გამოცვლა და ტრანსფორმაცია. ეს ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულში. ზოგიერთი კიდევ პარლამენტის ტრიბუნიდან ათეთრებდა კრიმინალური ბანდის დანაშაულებრივ ქმედებას. ამას ჩვენ ვერ დავივიწყებთ, ადრე თუ გვიან საკადრის ადგილზე დავსვამთ, რადგან მათი ადგილი სასამართლო დარბაზებშია!" - განაცხადა ბაღათურიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner