logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: რუსეთთან დიალოგის ფორმა და მოლაპარაკებები ერთადერთი პოლიტიკური ბერკეტია
- +

9 მაისი. 2016. 14:08



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიხეილ ჯანელიძისა და სერგეი ლავროვის შესაძლო შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კარგად არის გასააზრებელი, თუ როდის და რა ფორმატში უნდა შედგეს შეხვედრა


ეს საკითხი ძალიან ხშირად ისმის ხოლმე - არის თუ არა საჭირო ეს შეხვედრა და თუ არის რისთვის, ან როგორ ფორმატში. ის, რომ ქვეყნის დეოკუპაცია უნდა მოხდეს და ქვეყანა უნდა გამთლიანდეს, ეს ჩვენი სტრატეგიული მიზანია და ეს მიზანი არასოდეს ამოვა დღის წესრიგიდან, ვიდრე საქართველო ტერიტორიებს არ დაიბრუნებს და არ გამთლიანდება. ამისთვის დიალოგის ფორმა და მოლაპარაკებები ერთადერთი პოლიტიკური ბერკეტია, რომელზეც ყველა ევროპელი კოლეგა მიგვითითებს, რადგან, ბუნებრივია, ომით და იარაღით ტერიტორიების დაბრუნების რეალურ პერსპექტივას მერ ვხედავთ და ვერც უნდა ვხედავდეთ.


როდის და რა ფორმატში ან რა გარემოებებში უნდა მოხდეს შეხვედრა, კარგად არის გასააზრებელი. ამოცანა ნათელია, ის შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. მაგრამ ამ თემას არ უნდა ვუყუროთ ისე, როგორც საფრთხობელას. დიალოგი არის ყველაზე უფრო ცივილური პოლიტიკური ელემენტი. როცა ესაუბრები ოკუპანტს, მტერს და ავადმოსურნე ადამიანს, დიალოგი არის საჭირო," - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner