logo_geo
eng_logo
შსს-ს გენინსპექციის უფროსი: ხაიშში ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება
- +

26 ივლისი. 2018. 17:08

 

 

„სპეცრაზმი ხაიშში დილიდან არ გამოჩენილა, არც დაშავებულები არიან, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება“, - ამის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე განმარტებით, ადგილზე შსს-ს დანაყოფების მობილიზება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის ხდება.

 

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახორციელებს კანონიერ მოქმედებებს, რომელსაც ხელს უშლის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი. სწორედ ამის გამო არის შსს-ს გარკვეული დანაყოფები ადგილზე, რომ არ მოხდეს რაიმე ექსცესი.

 

არანაირი სპეცრაზმი აქ დილას არ გამოჩენილა. ეს არის ცრუ ინფორმაცია. არც დაშავებულები არიან. ყველაფერი ექვემდებარება კონტროლს. გადასული ვართ მოლაპარაკების რეჟიმში მოსახლეობასთან და ვთავაზობთ, რომ ყველა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გავიდეს ტერიტორიიდან და ჩადგეს პროცესი კალაპოტში“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

 

მისივე თქმით, თუკი რაიმე გადაცდომა იყო რომელიმე მხრიდან, გენინსპექცია მასზე მოკვლევას დაიწყებს და იქნება სათანადო რეაგირება.

 

„სახლში არავის შევარდნიან. შევიდნენ უკანონოდ ფუნქციონირებად სახერხებში. უკანონოდ რომელიც ფუნქციონირებს, იქ განხორციელდება კანონის შესაბამისი მოქმედებები“, - აღნიშნა შსს-ს გენინსპექციის უფროსმა.

 

 

 

რაც შეეხება ადგილობრივებთან მოლაპარაკებას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განმარტებით, პირველი რიგის ამოცანაა, გაიხსნას გზა და დამსვენებლებს ჰქონდეთ მიმოსვლის საშუალება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner