მარნეულის მერი თემურ აბაზოვი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კვლავ პატიმრობაში რჩება. სხდომა აბაზოვისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა.
დაცვის მხარემ აბაზოვის 40 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ გირაოს შეფარდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.