logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილმა კრწანისის რაიონში მცხოვრებ 99 წლის ომის ვეტერან ქალბატონს 9 მაისი მიულოცა
- +

9 მაისი. 2016. 14:14



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ომის ვეტერან ქალბატონს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი მიულოცა და გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.


დეპუტატი 99 წლის თამარ კრაწაშვილს პირადად ეწვია   და საჩუქრად პლაზმური  ტელევიზორი, ტკბილეული და თაიგული გადასცა.


ბექა ნაცვლიშვილთან ერთად ომის ვეტერანს დღევანდელი დღე  კრწანისის გამგებლის მოადგილე ლალი ბირკაძემ და ვეტერანთა დეპატრამენტის წარმომადგენელმა კრწანისის  რაიონში ნოდარ მოსაშვილმა მიულოცეს და უხუცეს ქალბატონს 9 მაისის თარიღთან დაკავშირებით ფულადი დახმარება გადასცეს.  


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner