logo_geo
eng_logo
„პირები, რომელთაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა, შსს-ს უკვე გამოკითხული ჰყავს“
- +

26 ივლისი. 2018. 20:44

 

 

„პირები, რომელთაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავს“, – ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

 

უწყების ცნობით,  გამოკითხვის შედეგად მოპოვებულია გარკვეული ინფორმაცია, რომლის გადამოწმების და სხვა პირების პასუხისგებაში მიცემისთვის შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნის მიზნით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, საგამოძიებო კომისიას არ აქვს სამინისტროს მიერ გამოყოფილი საქმის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ყველა ინფორმაცია, ვინაიდან მტკიცებულებების შეკრება ხდება ყოველდღიურ რეჟიმში.

 

„აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 18 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა საგამოძიებო კომისიას და შესთავაზა გაუთქმელობის ხელწერილის საფუძველზე დამატებით მასალის, მათ შორის მათ მიერ დღეს მედია საშუალებებით გაჟღერებული ინფორმაციის გადაცემა, რაზეც კომისიიდან პასუხი სამინისტროს ამ დრომდე არ მიუღია“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

უწყება გამოხატავს მზადყოფნას, გააგრძელოს კომისიასთან თანამშრომლობა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით ასევე გადაამოწმოს ყველა შესაძლო,  გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია.

 

ამასთან, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შსს მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს. დღემდე უკვე დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია დამატებით სამი პირი – მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე და არასრულწლოვანი დ.ღ.

 

ამ განცხადებით სამინისტრო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც საქმეზე ახალი გარემოებების გამოკვეთას ეხება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner