logo_geo
eng_logo
რა რევოლუციურ სცენარზე შეთანხმდნენ გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი?!
- +

9 მაისი. 2016. 14:36



„ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძეალიასთან" ინტერვიუში გიგა ბოკერიას გეგმებზე საუბრობს. ბრეგაძის თქმით „ნაციონალებს" ჰქონდათ საბჭოს სხდომა, სადაც  „სკაიპის" საშუალებით მონაწილეობას იღებდა მიხეილ სააკაშვილიც და განიხილავდნენ „რევოლუციურ" სცენარებს.


„გიგა ბოკერიას აქვს ასეთი გეგმა: სხვადასხვა წვრილი პარტიები უნდა გაერთიანდნენ „ნაცმოძრაობის" ირგვლივ, აქ ჩაიდება დიდი ფული, გამოვლენ ქუჩაში და დაამხობენ არსებულ ხელისუფლებას. ამ სცენარს ემხრობა სააკაშვილი, რომელიც ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობს გამარჯვებაზე და საქართელოში დაბრუნებაზე, მაგრამ აქ ხელს უშლის დავით ბაქრაძე, ის უფრო ზომიერი დაჯგუფების წევრია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს „ნაცმოძრაობა" არჩევნებისთვის და მეორე ადგილისთვის ემზადება, ძალიან ცდება, სააკაშვილი ემზადება რეოლუციისთვის ანუ რევანშისთვის" - განაცხადა ბრეგაძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner