logo_geo
eng_logo
„მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში შემოწმდება ხის გადამამუშავებელი როგორც ქართული ისე უცხოური კომპანიები“
- +

27 ივლისი. 2018. 11:16

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეამოწმებს ყველა რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს, მიუხედავად მათი მფლობელებისა. ამ ეტაპზე დანიშნულია შემოწმება 2 უცხოურ (ჩინური და ირანული) კომპანიაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს ხის გადამუშავება-რეალიზაცია.

 

„დღეისათვის საგამოძიებო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.  შემოწმება უკვე ტარდება  ხე - ტყის გადამამუშავებელ 52 საწარმოში. ღონისძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე, გამოვლენილია რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 23  საამქრო და ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა.   ხე-ტყის  მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით,  ქალაქებში  თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე - ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე  ინვენტარიზაცია მიმდინარეობს.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე  პრიმა და  303-ე მუხლებით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner