logo_geo
eng_logo
საქველმოქმედო კონცერტი ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად
- +

9 მაისი. 2016. 14:39



 12 მაისს, 20:00 საათზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება კონცერტი მომღერალ ჯაბა ბოჯგუას ოჯახის დასახმარებლად.


კონცერტი ჩატარედება არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული კონგრესის" ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.


ჯაბა 8 წელია ლოგინს არის მიჯაჭვული. უკიდურესი გაჭირვების გამო, მას და მის ოჯახს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. კონცერტის მიზანია, შემოსული თანხით დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ახლა იმყოფება. 



ორგანიზატორთა განცხადებით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, „სახე", დათო ხუჯაძე, ნინო ჩხეიძე,  „ქუჩის ბიჭები", თეატრალურის კვარტეტი, ალილო (ლაშა ღლონტი), ანრი ჯოხაძე , გიო ხუციშვილი, ოთიკო ანდრიაძე, ნოდიკო ტატიშვილი, გოგა მესხი, დათუნა მგელაძე, „სეიშენი", ნინი ბადურაშვილი, დათო არჩვაძე, ანი სირაძე, ოთო ბერიშვილი, ანი ღონღაძე, შოთი და რეზი ქარცივაძე, „ფრანი" და ნიკოლშოუ.


ბილეთები ფილარმონიის სალაროებსა და  tkt.ge-ზე გაიყიდება.



მოგმართავთ თხოვნით, გავერთიანდეთ ყველა კეთილი საქმისთვის და გადავარჩინოთ ჯაბა", - აცხადებენ ორგანიზატორები.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner