logo_geo
eng_logo
დიმიტრი ცქიტიშვილი მოზარდების მკვლელობის საქმეზე: შსს-ს უკვე აქვს გარკვეული მონაცემები და სხვადასხვა ნაბიჯს დგამს
- +

27 ივლისი. 2018. 13:21

„როგორც აღმოჩნდა, ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული სიახლეები შს სამინისტროსაც აქვს საქმეში და რეაგირება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა საქმეში 26 ივლისს არასრულწლოვნების დაკითხვის შემდეგ გამოკვეთილ ახალ გარემოებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ შსს-ს უკვე აქვს ამასთან დაკავშირებით გარკვეული მონაცემები და სხვადასხვა ნაბიჯს დგამს. გარდა ამისა, დიმიტრი ცქიტიშვილი საქმეში ახალი ფიგურანტებისა და მოწმეების გამოჩენას ნაკლებად ვარაუდობს.

 

„გუშინ დღის ბოლოს ჩვენ უკვე გვქონდა სრული საფუძველი, რომ ასეთი განცხადება გაგვეკეთებინა. ასეთი განწყობა და საფუძვლიანი ეჭვები გაჩნდა ამ კვირის განმავლობაში მოწმეებისა და სხვა მონაწილეების გამოკითხვის და იმ დასკვნების შედეგად, რაც საქმეში არსებულ მასალებში მოხვდა და ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის სიახლე იყო ის ახალი გარემოება, რომელიც დავინახეთ, რაც ჩვენთვის თვალსაჩინო იყო და პირველად გამოძიებაში არ იყო. კომუნიკაცია შედგა და კიდევ უფრო მეტად შედგება შს სამინისტროში. როგორც აღმოჩნდა, ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული სიახლეები მათაც აქვთ და რეაგირება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. აღმოჩნდა, რომ შსს-ს უკვე აქვს ამასთან დაკავშირებით გარკვეული მონაცემები და სხვადასხვა ნაბიჯს დგამს. დეტალებზე, ბუნებრივია, ვერ ვისაუბრებ, თან განსაკუთრებულად სენსიტიურია, რადგან თითოეული ასეთი შემთხვევა არასრულწლოვნებს ეხება, ყველა ფიგურანტი არასრულწლოვანია და უფრო შეზღუდულები ვართ ამაზე საუბარში. გუშინდელი მონაცემებით, 2-3 კვირის გამოკითხვის საფუძველზე ჩვენთვის სიახლე უკვე დადასტურებული იყო, ბუნებრივია, შესაძლებელია, რომ მსგავსი დეტალები კიდევ გამოიკვეთოს”, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს სამ არასრულწლოვანს კითხავს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner