logo_geo
eng_logo
„ბახმარო მეტ სიმაღლეებზე“ - ახალი კამპანია და პირველი სამუშაო შეხვედრა კურორტის განვითარებისთვის
- +

27 ივლისი. 2018. 14:10

ლანჩხუთ-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივით, კურორტ ბახმაროს განვითარებისთვის  დაიწყო კამპანია „ბახმარო მეტ სიმაღლეებზე“.

 

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, „ამ კამპანიის მიზანია კურორტის ახალი, განსხვავებული და გამორჩეული ბრენდინგის შექმნა; სტრატეგიული გეგმის შემუშავება ტურისტული პოტენციალის ათვისებისთვის; პრიორიტეტების მიხედვით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კურორტის სრულ კეთილმოწყობამდე.“

 

პარლამენტის წევრი კამპანიის სამუშაო ჯგუფში იწვევს ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც სურს, წვლილი შეიტანოს,  ბახმაროს, როგორც ტურისტულ-რეკრეაციული რესურსის გონივრულ განვითარებაში.

 

კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან პირველი საჯარო შეხვედრა გუშინ ბახმაროში, ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.

 

შეხვედრას, ნინო წილოსანის გარდა, ესწრებოდნენ: ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერები, ეკონომიკის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

 

შეხვედრის თემები იყო: ბახმაროს გენერალური განაშენიანების გეგმა; უძრავი ქონების (მიწის) რეგისტრაცია; რეკრეაციულ ზონებში მოხვედრილი უძრავი ქონება; ბახმაროს განვითარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

 

„შეხვედრაზე სხვადასხვა სტრუქტურის სწორი და საჭირო კომუნიკაცია შედგა. დეტალურად გავწერეთ საკითხები, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ არსებული პრობლემები. ასეთივე სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა მოქალაქეებთან შეხვედრა, სადაც მათ დასვეს ყველა ის ძირითადი კითხვა, რაც ამ ეტაპზე აწუხებდათ. ბევრ კითხვას პასუხი შეხვედრაზევე გაეცა, ხოლო იმ მოქალაქეებთან, რომელთა კითხვები დეტალების დაზუსტებას და გარკვევას მოითხოვდა, ჩემი ბიუროც და შეხვედრაში მონაწილე სტრუქტურების წარმომადგენლებიც საკითხის გარკვევამდე მუდმივ კონტაქტზე იქნებიან,“ - დასძენს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner