logo_geo
eng_logo
შსს-მ ბოლო 7 თვეში 98 ნარკორეალიზატორი დააკავა და 15 კილოგრამამდე „ჰეროინი" ამოიღო
- +

27 ივლისი. 2018. 14:37

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ბოლო 7 თვის განმავლობაში, სხვდასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: დაახლოებით 15 კილოგრამამდე „ჰეროინი", 7191 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1 კილო და 400 გრამი „კოკაინი", 2 კილოგრამამდე „მდმა", 1 კილოგრამი და 200 გრამი "ჰაშიში", 1 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და ასევე, 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული პრეპარატები.

 

ამავე პერიოდში, ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) - 98 პირს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner