logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: თუ ზაქარეიშვილს სხვა მოსაზრებები გააჩნია, შეუძლია მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილებები
- +

9 მაისი. 2016. 14:52



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, იმის თაობაზე, რომ მას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე მეტად საკითხზე მთავრობის დუმილი აკვირვებს.


პრემიერის თქმით, ზაქარეიშვილის განცხადება, არაობიექტურია და თუ მას სხვა მოსაზრებები გააჩნია, შეუძლია მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილებები.



რაც შეეხება განცხადებას, რომელიც გააკეთა პაატა ზაქარეიშვილმა, რომ მას აკვირვებსქართული ოცნების" დუმილი, მე მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, იმიტომ რომ ეს არის აბსოლიტურად არაობიექტური განცხადება. მე მგონია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან და ასევე პარლამენტარების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების დადასტურება არაერთხელ მოხდა არაერთ საერთაშორისო თუ შიდა ფორმატში. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მთავრობის წევრი გამოხატავს უკმაყოფილებას საქართველოს მთავრობის, მისი აზრით, დუმილის გამო, ეს არის მისი გადაწყვეტილება. თუ მას გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება, რადგან მე ვფიქრობ, მთავრობის წევრის მხრიდან არაობიექტური კრიტიკა მმართველი ძალის, ძალიან გასაკვირი და მიუღებელია. ძალიან გული მტკივა ამ განცხადების გამო, ამიტომ არ შემეძლო არ გამეკეთებინა ასეთი ვრცელი კომენტარი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner