ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულებს მოსამართლის გადაწყვეტილებით სასჯელის სხვადასხვა ზომა განესაზღვრათ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, რუსლან შავაძეს, რომელიც ამჟამად ძებნილია 13 წელი მიესაჯა, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის შოაიპბორზიევს -13 წელი, რუსლან ალდამოვს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, იარაღის უკანონოა ტარების, საზღვრის კვეთისთვის – 11 წელი; ანატოლი ბერძენიშვილს ტერორიზმის ხელშეწყობისთვის – 11 წელი, რამაზ მარგოშვილს ასევე ტერორიზმის ხელშეწყობისთვის – 12 წელი, იმავე ბრალდებისთვის ზურაბ იდოიძე – 10 წელი.
ანტიტერორისტული ოპერაცია თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი, თავად ჩატაევმა თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი.