logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: წინასაარჩევნო პერიოდში ჩემს შვილისა და რუს ადვოკატების შეხვედრის შესახებ არაფერი ვიცოდი
- +

27 ივლისი. 2018. 20:56

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მისი შვილისა და რუსი ადვოკატების შეხვედრის შესახებ რაფერი იცოდა. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა, მიკრობლოგ Twitter – ის საშუალებით გაავრცელა.

 

„არაფერი ვიცოდი ჩემს შვილთან შეხვედრის შესახებ. როგორც ჩანს, ვიღაც ცდილობს ისტორიის გაყალბებას იმისთვის, რომ თავად გამოძვრეს მძიმე მდგომარეობიდან“,- წერს ტრამპი.

 

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კეონმა განაცხადა, რომ მან იცოდა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის წევრებისა და რუსი ადვოკატების შეხვედრის შესახებ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, დონალდ ტრამპ უმცროსი და პოლ მანაფორტი რუს ადვოკატს, ნატალია ვესელნიცკაიას 2016 წელს შეხვდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner