logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ნებისმიერი შეკითხვა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის თაობაზე უადგილოა!
- +

9 მაისი. 2016. 14:58



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართულ-ამერიკულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი" გამოეხმაურა. პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.



ეს სამხედრო წვრთნები არის ძალიან ნათელი მაგალითი ჩვენი პარტნიორობისა დასავლეთთან. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავადაცვისუნრიანობის ზრდა. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს სამხედრო რეფორმისა, როდესაც საქართველოს სამხედრო შენაერთები არიან მაქსიმალურად თავსებადი NATO- სტანდარტებთან. დღეს ჩვენ გვაქვს დასაწყები ახალი ეტაპი, რომ საქართველოს სამხედრო შენაერთების თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ. სწორედ აქეთკენ არის მიმართული წვრთნები, რომელიც იწყება საქართველოში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის გამოხატულება საქართველოს ურყევი ნებისა და საქართველოს მოსახლეობის სუვერენული გადაწყვეტილებისა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის თაობაზე და ნებისმიერი შეკითხვა ამ ვექტორის თაობაზე ჩემი აზრით, არის არაობიექტური და უადგილო. ამიტომ ჩვენ მივესალმებით ამ წვრთნებს, არაფერი პროვოკაციული ამაში არ არის და ეს წვრთნები არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


წელს „ღირსეული პარტნიორი" ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner